ქობულეთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება
23 იანვარი 2026
ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქობულეთში მრავალფუქციური სპორტული კომპლექსის პროექტირებას იწყებს.
მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო სამუშაოებს, რომელიც 2026 წლის ზაფხულში დასრულდება, კონკურსში გამარჯვებული კომპანია ,,ბილდინგ ჰაუსი“ განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 500 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსის პროექტირება, რომელიც გააერთიანებს მრავალფუნქციურ დარბაზს, დიდ და საბავშვო აუზებს, დარბაზებს სხვადასხვა სპორტის სახეობებისთვის, სატრენაჟორო და ფიტნეს სივრცეებს.
ამასთან, კომპლექსი უნდა მოიცავდეს კულტურულ-შემეცნებით ცენტრს, რომელიც გააერთიანებს მედიათეკას, ქორეოგრაფიულ და სახელოვნებო სივრცეებს და ინოვაციური ტექნოლოგიების კლუბს.
პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ტერიტორიის კეთილმოწყობას: გამწვანებას, სახანძრო უსაფრთხოების, გარე განათების და წყალმომარაგების სისტემების მოწყობას. ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს საზოგადოებრივი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა და ავტობუსების პარკინგი, მათ შორის ელექტრო ავტომობილებისთვის განკუთვნილი სივრცე და საფეხმავლო ბილიკები.
,,ბილდინგ ჰაუსის“ მიერ მომზადებული პროექტი ითვალისწინებს ისეთი ტიპის საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებას, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, როგორც განმეორებადი მოდელი, სულ 5 ლოკაციაზე.